გროზნოზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

16 დეკემბერი 2024, 08:02 229 ნახვა

სოციალურ ქსელში თვითმხილველის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში დაფიქსირებულია  მომენტი, როცა გროზნოში დრონი  შენობას დაეცა.  ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ქალაქი უკრაინული დრონების სამიზნე გახდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კადიროვმა თქვა, რომ ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, ხოლო ერთი დაეცა შენობის ტერიტორიაზე, სადაც სპეცრაზმია განთავსებული.

კადიროვის თქმით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში