უკრაინა, ალბათ, უნდა მოემზადოს აშშ-სგან ნაკლები დახმარების მისაღებად, - ამის შესახებ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის - „უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა აშშ-სგან ნაკლები დახმარების მიღებისთვის?“- საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა დასძინა, რომ არ სურს რაიმე ისეთის თქმა, რაც ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს.
„დაახლოებით 500 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს უნდა შეეჩერებინა“, – განაცხადა ტრამპმა.