სოფლები ბიბლიოთეკების გარეშე

18 აპრილი 2017, 00:00 3080 ნახვა

ბიბლიოთეკების უმეტესობა, რომლებიც მაღალმთიან აჭარაში, სოფლებში იყო მოწყობილი, წლების წინ დახურეს და წიგნები სკოლებში გადაანაწილეს.

დღემდე არის შემორჩენილი ისეთი სკოლები, რომლებშიც ბიბლიოთეკებიდან ფონდი სრულად ვერ გადაიტანეს. მაგალითად, სოფელ ოქტომბერში წიგნები კერძო სახლში ინახება. მოსახლეობა სახელმძღვანელოების მითვისებაზეც საუბრობს, ასევე, წიგნების შეგროვებასა და ბიბლიოთეკის აღდგენას ითხოვს.

გამგეობა კი დაინტერესებულ პირებს ქედის ცენტრში არსებული ბიბლიოთეკით სარგებლობას ურჩევს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი