დიდთოვლობა ხულოში

29 ნოემბერი 2024, 11:26 85 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა. დღეს დილიდან ხულოში გამოიდარა. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70 სმ.-ს, ხოლო მაღალ ზონაში მეტრს აჭარბებს. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ დიდთოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა სამსახური. გაიწმინდა ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები.

კვლავ პრობლემებია ენერგომომარაგებაში. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროსადენი.

ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მოქმედებს ცხელი ხაზი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში