მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს

28 ნოემბერი 2024, 20:01 123 ნახვა

ხულოში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70 სმ.-ს, ხოლო მაღალ ზონაში მეტრს აჭარბებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა სამსახური. იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები.
სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 18 ერთეული და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ერთი ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა, რათა გზებზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს გადადგილების შესაძლებლობა.
ამ დროისთვის, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია. მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას, მოქმედებს ასევე ცხელი ხაზი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში