„ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცეცხლი ლიბანის ტერიტორიაზე რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების მიმართულებით გახსნეს, რათა მათთვის შეზღუდულ ზონაში შესვლა შეეფერხებინათ.