საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.
სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისთვის პოლიგონზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.