აშშ-მა უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია დაბლოკა

21 ნოემბერი 2024, 09:56 90 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რითაც  ბაიდენის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაბლოკა საერთაშორისო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის ჰამასთან ომის შეჩერებას.

15 კაციანმა საბჭომ კენჭი უყარა 10 არამუდმივი წევრის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა 13 თვიანი კონფლიქტის „დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ შეწყვეტას“ და ცალკე მოითხოვდა მძევლების გათავისუფლებას. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა ვეტო რეზოლუციის დასაბლოკად.

გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა თქვა, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთ რეზოლუციას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ცალსახად მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში