ომი უკრაინაში

20 ნოემბერი 2024, 20:01 127 ნახვა

აშშ, ესპანეთი ,საბერძნეთი და იტალია- ქვეყნები რომლებმაც საფრთხის გამო კიევში დროებით საელჩოები დახურეს. ამასთან საკუთარ მოქალაქეებსაც მოუწოდეს, რომ უსაფრთხოების ზომები მიიღონ, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს მიჰყვნენ და დარწმუნდნენ, რომ თავშესაფართან ახლოს არიან.
აშშ- სთან ერთად ეს გადაწყვეტილება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო რაც გავრცელდა ინფორმაცია კიევზე თავდასხმის შესახებ, მას შედეგ რაც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის ამერიკული ატაკამსის რაკეტები გამოიყენა.
საჰაერო განგაში რამდენიმე საათის წინ უკრაინის ხელისუფლებამ კიევში და კიდევ 10 ოლქში უკვე გამოაცხადა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში