ჰამასი ვეღარ მართავს ღაზის სექტორს - ნეთანიაჰუ

20 ნოემბერი 2024, 09:51 247 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჰამასი ვეღარ მართავს  პალესტინის ანკლავს ომის დასრულების შემდეგ და რომ ისრაელმა გაანადგურა ისლამისტური ჯგუფის სამხედრო შესაძლებლობები.

ნეთანიაჰუს თქმით,  ისრაელს უარი არ უთქვამს  ჰამასის ტყვეობაში  დარჩენილი 101 მძევლის გათავისუფლების მცდელობაზე,  რომლებიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ანკლავში იმყოფებიან და მან 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა თითოეული მათგანის დაბრუნებისთვის.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში