თესალონიკსა და ათენში სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ 1973 წლის სტუდენტური აჯანყების მორიგ წლისთავზე გამართული მსვლელობა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.
აქციის მონაწილეები ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომს გამოეხმაურნენ და პალესტინელ ხალხს სოლიდარობის ძლიერი მესიჯი გაუგზავნეს.
თესალონიკში მომიტინგეებმა ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილები ააფეთქეს და აშშ-ის, ასევე ისრაელის დროშები დაწვეს, ხოლო ათენში მსვლელობა აშშ-ის და ისრაელის საელჩოებთან მოეწყო.