ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში, ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯში დანით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილია 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკვე დაკავებულია.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი კოლეჯის მოსწავლეა. გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების გამო ის სასწავლო კურსის დამთავრებას ვერ შეძლებდა, რის გამოც კოლეჯზე თავდასხმა გადაწყვიტა.