ევროკომისიის პრეზიდენტი რუსული „გაზპრომის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ავსტრიას გაზმომარაგებას შეუწყვეტს. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პუტინი ისევ იყენებს იარაღად და ცდილობს ევროპის და ავსტრიის დაშანტაჟებას გაზის მიწოდების შეწყვეტით.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპა მზად არის ამისთვის და მზად არის ზამთრისთვის, ბუნებრივი აირის მარაგიც შევსებულია. ცნობისთვის, ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მიიღო, რაც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას მოჰყვა, ავსტრიული მიმწოდებლის სასარგებლოდ, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.