ინფო ტური ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

14 ნოემბერი 2024, 14:15 201 ნახვა

ინფო ტური  ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე. მასში  აჭარაში დასაქმებული გიდები და ტუროპერატორები მონაწილეობდნენ. დაათვალიერეს  ისპანის ჭაობის ტერიტორია, ხოლო ვიზიტორებმა  ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე არსებული ახალი ტურისტული ბილიკი მოინახულეს. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შედგა. 

პროექტის ავტორების ინფორმაციით,  ისპაანის ჭაობში  გარემოსთან ადაპტირებული ახალი საფეხმავლო ბილიკის სიგრძე  700 მეტრს აღწევს. 

ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიაზე კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს.   იგეგმება სპეციალური ნიშნულების, მცირე მოსასვენებელი სივრცეებისა და ავტოპარკინგის მოწყობაც.

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრზე მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს და UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია.    

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში