კრემლი პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარს უარყოფს

11 ნოემბერი 2024, 14:05 193 ნახვა

კრემლმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ დღეებში  ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ პუტინს ჯერ არ აქვს კონკრეტული გეგმა ტრამპთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესახებ.

ვაშინგტონ პოსტმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია კრემლში ზარის შესახებ. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპმა პუტინს უკრაინის ომის ესკალაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

სატელეფონო ზარის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ასევე იტყობინება სააგენტო როიტერი. "ეს არის სრული სიცრუე. ეს უბრალოდ ცრუ ინფორმაციაა", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი