ელისეის სასახლეში მაკრონსა და სტარმერს შორის შეხვედრა დაიწყო

11 ნოემბერი 2024, 13:55 234 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო. დიდ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს სურთ, აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის დახმარება არ შეამციროს.  ისინი ტრამპის დარწმუნებას ბოლოჯერ ეცდებიან.

პოლიტიკოსები ასევე იმსჯელებენ, შესაძლებელია თუ არა აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერის ჯო ბაიდენის დარწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შტორმ-შედოუს  რაკეტების გასროლის უფლება მიეცეს.

ლონდონი იმედოვნებს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღება.

ბაიდენი, სავარაუდოდ, თეთრი სახლის დატოვებამდე კიევს დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში