არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი გეგმა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ტრადიციული ოჯახის შესახებ სწავლების წახალისებაზე.
ტრამპი გეგმავს, თხოვნით მიმართოს კონგრესს, რათა სახელმწიფო დონეზე დადგინდეს, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი - ქალი და მამაკაცი.
"ჩვენ წავახალისებთ სწავლებას ტრადიციული ოჯახის შესახებ. იმის შესახებ თუ რა როლი უნდა ჰქონდეთ ოჯახში მამაკაცსა და ქალს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ განსხვავებებს რაც მამაკაცებსა და ქალებ შორის არსებობს, რადგან ორივე სქესს მათი უნიკალური თვისებები აქვს.
მე თხოვნით მივმართავ კონგრესს, რათა მათ სახელმწიფო დონეზე დაადგინონ, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი ქალი და მამაკაცი. გენდერის განსაზღვრა ადამიანის დაბადებიდანვე ხდება. ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა აღკვეთს მამაკაცების მონაწილეობას ქალთა სპორტულ სახეობებში. ბავშვები ვეღარ მიიღებენ მათი სქესის შესახებ ვერანაირ გადაწყვეტილებას.
არც ერთი სერიოზული ქვეყანა არ უნდა ეუბნებოდეს მცირეწლოვან ბავშვებს, რომ არასწორი გენდერით დაიბადნენ. ეს სრულიად ახალი კოცეფციაა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში არ არსებობდა. ამ მავნე იდეოლოგიას საფუძველი რადიკალმა მემარცხენეებმა ჩაუყარეს, მე პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ამ სიგიჟეს დავასრულებ,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.