არიზონის შტატში არჩევნების შედეგები ცნობილია, რაც იმას ნიშნავს რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა დასრულდა. გამარჯვებულია დონალდ ტრამპი, ისევე როგორც დანარჩენ ე.წ მერყევ შტატებში.
მან საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, კონკურენტმა კი 226. გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტია, სავარაუდოდ აშშ-ის პარლამენტის ორივე პალატაში მოიპოვებს უმრავლესობას, როგორც სენატში ისე წარმომადგენელთა პალატაში.
რესპუბლიკელებს სენატში 100-დან 53 ან 54 ადგილი ექნება, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში უკვე მოიპოვეს 213 ადგილი. არჩეულმა პრეზიდენტმა უკვე დაასახელა რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური მიზანი. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.