რუსეთის მორიგი იერიში ოდესაზე - არიან დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

10 ნოემბერი 2024, 11:49 223 ნახვა

ოდესაზე ღამით რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა რუსი სამხედროების მიერ, დრონებით დარტყმას მორიგი ტერორისტული აქტი უწოდა.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი პოკოს ინფორმაციით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე, მტრის 15-მდე დრონი გააუვნებელყვეს. მისივე ინფორმაციით, დრონებით იერიშს კიევში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, როგორც უკრაინის გენშტაბი იუწყება, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 158 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში