პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტაში, რკინიგზის სადგურზე მოხდა. დაშავებულია 40-ზე მეტი პირი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სადგურზე სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის სამიზნე ქვეითთა სამხედრო სასწავლებლის პერსონალი იყო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პეშვარის მიმართულებით მატარებელი უნდა გასულიყო. ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. მძიმეა დაშავებულების მდგომარეობა.