ლოს ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული. კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ლოს ანჯელესიდან 40 მილის დაშორებით გაჩნდა.
ძლიერმა ქარმა კი ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. საფრთხე ემუქრება 3500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს.
კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას წყლის მოხმარების შემცირება სთხოვა, რათა მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად მარაგი არ ამოეწუროთ.