წყალდიდობის შედეგები ესპანეთში

03 ნოემბერი 2024, 17:58 237 ნახვა

ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.მოქალაქეები სკანდირებდნენ – „მკვლელებო, მკვლელებო“ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. ესპანეთი ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.  სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უკვე მეექვსე დღეა, მიმდინარეობს. წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 210 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა სამი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები უამინდობას ისევ ელოდებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში