ისრაელში მორიგი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

03 ნოემბერი 2024, 10:38 208 ნახვა

თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები, კვლავ, ქუჩაში გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დემონსტრანტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულეს.

„ნეთანიაჰუ, არ დაგავიწყდეს, ისტორია არ გაპატიებს“, – სკანდირებდნენ პროტესტის მონაწილეები.

აქტივისტების კრიტიკა შეეხებოდა ნეთანიაჰუს ოფისიდან საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასაც.

ანტისამთავრობო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა, მათ შორის, თელ ავივში, კფარ საბაში, კარკურსა და ჰადერაში.​​​​​​​​​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი