რუსეთის სარაკეტო იერიში უკრაინაზე

02 ნოემბერი 2024, 11:57 220 ნახვა

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსებმა ხარკოვში პოლიციის შენობა დაბომბეს - მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 4 სამოქალაქო პირია, 22 კი სამართალდამცველი.  ეროვნული პოლიციის მეთაური, ივან ვიგოვსკი ამბობს, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, С-300 ტიპის ორი რაკეტით განხორციელდა. უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის პარალელურად, რთულია ვითარება ფრონტის ხაზზე. CNN წერს, რომ კურსკის ოლქში 8 000-მდე ჩრდილოეთკორეელი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დღეებში ჩაებმება. ოფიციალური კიევი დასავლეთს აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ზელენსკის ინფორმაციას ვაშინგტონშიც ადასტურებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთში უკვე იმყოფება 10 000-მდე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო, რომელიც სავარაუდოდ ამ დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი