აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს აანონსებს

02 ნოემბერი 2024, 11:57 329 ნახვა

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდება.  პაკეტი მოიცავს NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას და სხვა დანადგარებს.  ასევე პაკეტში შედის  ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში