ოკუპანტის იერიში პოლტავასა და ოდესაზე 

01 ნოემბერი 2024, 09:50 221 ნახვა

გვიან ღამით უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის ჯარებმა რაკეტებით, დრონებითა და ავიაბომბებით დაარტყეს ოდესის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ქალაქ ოდესის სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც 2 მაშველი დაიჭრა.

პოლტავის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, არიან დაშავებულებიც, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი