ჯორჯიის ამომრჩეველი წყვეტს ვინ დაჯდება ოვალურ კაბინეტში - მიშელ ობამა

30 ოქტომბერი 2024, 08:53 183 ნახვა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ატლანტაში ახალგაზრდა ამომრჩევლებს შეხვდა  და მოუწოდა მათ გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება მომავალ არჩევნებზე.

ობამამ განაცხადა, რომ კრიტიკული საკითხები, დაწყებული ჯანდაცვის და რეპროდუქციული უფლებებით დამთავრებული, სასწორზეა. 

ფლორიდის უნივერსიტეტის კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, არჩევნებში უკვე 53 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში, რომელიც გადაწყვეტს ვინ ჩაუდგება სათავეში მსოფლიოს უმდიდრეს და ძლიერ ქვეყანას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი