შვედეთის მთავრობა პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს, კანადა კი ურთიერთობებს გადახედავს

29 ოქტომბერი 2024, 10:04 230 ნახვა

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს - განაცხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა. მისი თქმით, "საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა", თუმცა ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს. 

საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს კანადა. 

კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის,  მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი