აფეთქებები მექსიკაში - არიან დაშავებულები 

25 ოქტომბერი 2024, 08:45 222 ნახვა

მექსიკაში ორი მასშტაბური აფეთქება მოხდა, რა დროსაც დაშავდა 5 პოლიციელი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. პირველი აფეთქება ქალაქ აკამბაროში მოხდა, სადაც დანაღმული ავტომობილი შეიარაღებული ძალების ოფისის წინ აფეთქდა.

მეორე შემთხვევა აკამბაროდან 30 კილომეტრზე, ქალაქ ჯერეკუაროში მოხდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სახელმწიფო და ფედერალური ძალები აფეთქებების ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს ეძებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი