ერდოღანის ოპონენტი გიულენი 83 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა

21 ოქტომბერი 2024, 13:50 275 ნახვა
 

თურქი მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი, რომელიც ანკარას თქმით, 2016 წლის წარუმატებელი გადატრიალების უკან იდგა, 83 წლის ასაკში  შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა, სადაც ის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა.

გიულენი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად   საავადმყოფოში გარდაიცვალა. გიულენმა თურქეთში ძლიერი ისლამური მოძრაობა შექმნა და ერთ დროს თურქეთის ლიდერის, თაიფ ერდოღანის  მოკავშირეც  იყო. 1999 წელს ისინი  ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც გიულენი აშშ-ში  გაემგზავრა და გარდაცვალებამდე დევნილობაში ცხოვრობდა. 

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო წესრიგის დამხობის მიზნით გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას წარმართავდა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, კერძოდ, არმიაში, პოლიციასა და სასამართლოში თავისი წევრების ინფილტრაციას ახდენდა.

თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი