ყაზანში ბრიქსის სამიტი გაიმართება 

21 ოქტომბერი 2024, 10:01 261 ნახვა

ყაზანში  ბრიქსის  სამიტის წინ ნოვო-ოგარიოვოში თავის რეზიდენციაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა   არაბეთის გაერთიანებულ საემიროების პრეზიდენტი  არაფორმალურ ვახშამზე მიიწვია.

პუტინმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საქმეში გაწეული დახმარებისთვის და თქვა, რომ ისინი მოგვიანებით დეტალურად განიხილავენ რიგ საკითხს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისს.

რუსეთში ბრიქსის სამიტს ვერ დაესწრება ბრაზილიის პრეზიდენტი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლულა სამიტში დისტანციურად ჩაერთვება. 

დიპლომატიური ფორუმი, რომელიც  15 წლის წინ  ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და  ჩინეთის მიერ დაარსდა, წლების  შემდეგ გაფართოვდა და მას სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები შეუერთდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში