ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე ,,ჰეზობლას'' თავდასხმას ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ჩემი და ჩემი ოჯახის მკვლელობის მცდელობა „სერიოზული შეცდომა იყო”, - წერს ნეთნიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე.
იგი ირანს მიმართავს, რომ ისრაელის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა ძვირად დაუჯდებათ.
გუშინ, ისრაელის სანაპირო ქალაქ კესარიაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ, ლიბანიდან უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.