რუსეთის ომი უკრაინაში

20 ოქტომბერი 2024, 14:49 268 ნახვა

ოკუპანტი რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. ხერსონის ოლქში განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. მტერმა შეუტია ზაპოროჟიესაც, სადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. გასულ ღამეს საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ხარკოვში საცხოვრებელ სექტორზე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

პარალელურად რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც ქვეყნის 7 ოლქში უკრაინის მიერ გაშვებული 110 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისეთ შეთანხმებებს, რომლითაც ხელმომწერი ქვეყნები ერთობლივ პროექტებში შეიტანენ წვლილს ან საკუთარ პროექტებს დააფინანსებენ, მიზანი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერება იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი