რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას, - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ, მანამ, სანამ კრიზისი ცხელ ფაზაში გადავიდოდა, შედარებით რბილად, მაგრამ, მაინც საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ასეთი საფრთხე შესაბამის რეაქციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემიძლია პირდაპირ ვთქვა: რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – თქვა პუტინმა.
პუტინმა ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს არსებული სიტუაციის მოგვარებაში, თუ მხარეები ამით დაინტერესებულნი იქნებიან.
„კონფლიქტის მხარეები თუ დაინტერესებულნი არიან, ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად გულწრფელად მივიღოთ მონაწილეობა, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა.