ავარია თურქეთში, აქსარაის პროვინციაში - არის მსხვერპლი

18 ოქტომბერი 2024, 10:58 418 ნახვა

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა თურქეთში, აქსარაის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სამგზავრო ავტობუსს ადგილობრივები და ტურისტები  ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბალიკესირის პროვინციიდან კაბადოკიისკენ გადაჰყავდა.

გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ავარია ავტომაგისტრალზე, თუმცა წინასწარი ვარაუდით შესაძლო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი