საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობა შეუჩერდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს მიიღო.
ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის მთავრობამ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დააფუძნა.