ქუთაისის აეროპორტი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა დაათვალიერა

15 ოქტომბერი 2024, 18:26 263 ნახვა

საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა. ისაუბრეს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ-დაბის მიმართულება გადაყვანილი მგზავრების კუთხით, პირველ ადგილზეა. აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ამ ეტაპზე, ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება. 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი