ისრაელმა გასულ 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში 200-ზე მეტი ჰეზბოლას სამიზნე დაბომბეს, მათ შორის რაკეტების გამშვები დანადგარები და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები.
ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას კი ჰეზბოლას ათობით მებრძოლი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციები ასევე გრძელდება ჯაბალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში.