ლიბანის სასაზღვრო ზონებიდან გაერო-ს სამშვიდობო მისიის გაყვანის მოთხოვნით ისრაელის პრემიერი გაერო-ს გენერალურ მდივანს მიმართავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა“ სამშვიდობო კორპუსს ფარად იყენებს. აქვე დაამატა, რომ ისრაელი სამშვიდოებებისთვის მიყენებული ზიანის გამო წუხს და ყვლაფერს აკეთებს რომ ასე არ მოხდეს.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ ითხოვა მათი ლიბანის ტერიტორიიდან გაყვანა თუმცა უარი მიიღო, რაც გაერო-ს სამშვიდობო კონტიგენტის ჯარისკაცებს „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს კი საფრთხეს უქმნის, როგორც მათ ასევე ისრაელელი ჯარისკაცების სიცოცხლეს.