ირანს საკუთარი ხალხისა და ინტერესების დაცვაში „წითელი ხაზები“ არ აქვს - ირანის მუქარა ისრაელს

13 ოქტომბერი 2024, 17:23 272 ნახვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაქჩი აცხადებს, რომ ირანს საკუთარი ხალხისა და ინტერესების დაცვაში „წითელი ხაზები“ არ აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ, რათა შეგვეკავებინა ჩვენს რეგიონში ფართომასშტაბური ომი, მე მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ გვაქვს წითელი ხაზები ჩვენი ხალხის და ინტერესების დაცვაში“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.

პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანზე „ლეტალურ, ზუსტ და მოულოდნელ“ დარტყმას განახორციელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში