გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

13 ოქტომბერი 2024, 11:49 255 ნახვა

გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. არიან დაშავებულებიც. რუსული მედიის ცნობით, პროსპექტზე, გაზის შემცველი ცისტერნა აფეთქდა, რასაც აალება მოჰყვა. აფეთქების ტალღამ ავზი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაისროლა, რის შედეგადაც დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ხანძარი 900 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა.  მომხდარზე ჩეჩნეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი