ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, სამიზნეს საცხოვრებელი კორპუსები წარმოადგენდა. დაზიანდა სამრეწველო ფართები და რამდენიმე საწყობში ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასულ ღამეს მტრის მიერ გაშვებული შაჰიდის ტიპის 28 დრონიდან 24 ჩამოაგდეს, 2 კი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიკარგა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა უცნობი ტიპის რაკეტები გამოიყენა.