ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა - არიან დაღუპულები

11 ოქტომბერი 2024, 10:38 250 ნახვა

ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

უკრაინული მედიის ცნობით, მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო სამი შენობის ნანგრევებში დაიღუპა.

მათივე განმარტებით, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ოთხი ადამიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სამი - ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. კიდევ ერთი მოქალაქე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი