ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს - ისრაელის თავდაცვის ძალები

08 ოქტომბერი 2024, 10:14 127 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს.

„ბიბისის“ ცნობით, თელ ავივსა და ისრაელის ცენტრალურ ქალაქებში სარაკეტო საფრთხის მანიშნებელი განგაშის სიგნალი ისმის.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბ ბინის მეთაური სუჰაილ ჰუსეინ ჰუსეინი გუშინდელი ავიაიერიშის შედეგად ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის იარაღის ტრანსფერზე.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ჰუსეინი იყო ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების კოორდინატორი ლიბანსა და სირიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში