ისრაელი თავს იცავს შვიდ ფრონტზე, ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელიც შვიდივე ფრონტის უკან დგას - ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 ოქტომბერი 2024, 19:26 293 ნახვა

ისრაელი შვიდ ფრონტზე აწარმოებს ბრძოლას, მათ შორის „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, „ჰუსიტების“, დასავლეთ სანაპიროზე „ტერორისტების“, ერაყსა და სირიაში შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ, ამ ყველაფრის უკან კი, ირანი დგას, - ამის შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა

ნეთანიაჰუს თქმით, იმ პირობებში, როდესაც ისრაელი ცივილიზაციის მტრებს ებრძვის, საერთაშორისო მხრდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ისრაელი ამ მხარდაჭერის გარეშეც გაიმარჯვებს.

„დღეს ისრაელი თავს იცავს შვიდ ფრონტზე ცივილიზაციის მტრების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა პირდაპირ ისრაელისკენ გამოუშვა და რომელიც ამ შვიდივე ფრონტის უკან დგას ისრაელის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთიანიაჰუს განმარტებით, არ შეცვლილა მისი პირობა, შეცვალოს ძალთა ბალანსი ჩრდილოეთით, ისრაელსა და ლიბანს შორის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი