ქვედა სამების მცხოვრებლების მოთხოვნა

02 ოქტომბერი 2024, 18:12 432 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები მოსახლეობა ამორტიზებული ბეტონის გზის საფარის რეაბილიტაციას ითხოვს. 

მოსახლეობა ამბობს, რომ გზის გარდა, გარე განათების  მონტაჟსაც ითხოვენ, სადაც გადაადგილება გვიან ღამე პრობლემას წარმოადგენს. სოფელ ქვედა სამების შიდა სასოფლო საავტომობილო გზა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება.

როგორც  უწყების მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილშია აღნიშნული: "ქობულეთში, სოფელ ქვედა სამებაში, ხუცუბანი-ნემსაძეები-ნოღაიდელების მიმართულებით საავტომობილო გზა ბეტონირებულია. ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე შეინიშნება დაზიანებები, რაც უახლოეს მომავალში აღმოფხვრილი იქნება.

დაიგება ბეტონის საფარი." რაც შეეხება გარე განათების მონტაჟს, ქობულეთის მერიაში წერილობით ამბობენ, რომ "ამ საკითხზე მუშაობენ და სამომავლოდ შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის მოთხოვნის  გათვალისწინება".

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში