იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა

01 ოქტომბერი 2024, 08:05 200 ნახვა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის მთავრობა გადადგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს პარლამენტი მთავრობის ახალ მეთაურად, მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის შიგერუ იშიბას დანიშვნას უყრის კენჭს.

იშიბამ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა, დაამატა, რომ მნიშვნელოვანია ახალმა მთავრობამ, რაც შეიძლება მალე მოისმინოს ხალხის განაჩენი.

იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი