სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ კონვერტში ტყვია აღმოაჩინეს

25 სექტემბერი 2024, 13:15 91 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერისთვის გაგზავნილ კონვერტში ტყვია აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ინციდენტი სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერისთვის გაგზავნილ ფოსტას ამოწმებდნენ. კონვერტში არსებული ტყვია რენტგენოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა.

უცნობია თუ რა მისამართიდან გაიგზავნა ფოსტა ადმინისტრაციაში. სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი