ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. სამართალდამცავი უწყების ცნობით, ცეცხლი რამდენიმე ადამიანმა გახსნა, მიმდინარეობს გამოძიება თუ რა ვითარებაში შეძლეს თავდამსხმელებმა ცეცხლის გახსნა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებენ მკურნალობას, მათგან 4ის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დრომდე არცერთი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.