აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დებატებზე ისევ ვერ თანხმდებიან. იმის მიუხედავად, რომ კამალა ჰარისმა 23 ოქტომბერს „სიენენის“ ეთერში დებატების გამართვაზე მზადყოფნა გამოთქვა, დონალდ ტრამპი ამ ნაბიჯს დაგვიანებულს უწოდებს. ამჟამად შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ტრამპს მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი კი აცხადებს, რომ კამალა ჰარისის კამპანია არც თუ ისე კარგად მიდის, დაამატა რომ მიმდინარე წელს უკვე ორჯერ მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში, ერთხელ ივლისში ჯო ბაიდენთან, სექტემბერში კი კამალა ჰარისთან.